ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ხელმძღვანელის მოადგილეს მეგან ფიცჯერალდს და პოლიტიკურ ანალიტიკოსს გაბრიელა სკულოვას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და მეორე ტურისთვის მზადების პროცესის შესახებ ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების, ასევე, არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში, საერთაშორისო დამკვირვებელთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა