გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 16 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში 02:00 საათიდან 06:00 საათამდე: მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, მიცკევიჩის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, მარუშიძის, მზია ერისთავის, ამბროლაურის, ლვოვის, ლისის, გაბაშვილის, გურიელის, ქართველიშვილის, მთაწმინდელის, მიხეილ ასათიანის, მამია ალასანიას, ბერიტაშვილის, საირმის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ალმასიანის, ნუცუბიძის, კვაჭაძის, ფერცულიანის, ცხინვალის, საბურთალოს, ყუშიტაშვილის, ცაგარელის, ტირიფების, ცინცაძის, ოთარ ჭილაძის, გოძიაშვილის, თუთის, გურამ ფანჯიკიძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, დავით ართმელიძის, კანდელაკის, გამრეკელის, მიხეილ თამარაშვილის, გამყრელიძის, შმიდტის და ანტონოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ცაგარელის და თოფურიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს