მამუკა ბახტაძე ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ტყიბულელ მეშახტეებს და კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, თერჯოლა- ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, პრემიერი მათ დაპირდათ, რომ შახტში საწარმო პროცესი დეკემბერში აღდგება და ასევე ესაუბრათ ქალაქის განვითარების პერსპექტივაზე.

მეშახტეების განცხადებით, პრემიერმა მათ უთხრა, რომ ტყიბულში აშენდება სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო