ამირან სალუქვაძე - განსხვავებით სტრასბურგის სასამართლოსგან, ჰააგის სასამართლოზე სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წარდგება

განსხვავებით სტრასბურგის სასამართლოსგან, სადაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იყო, ჰააგის სასამართლოზე სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წარდგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განუცხადა.

„ინტერპრესნიუსი“ ამირან სალუქვაძისგან ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებით დაინტერესდა, რომელშიც ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა.

ამირან სალუქვაძის თქმით, უმჯობესია განცხადების ავტორი კარგად გაერკვეს საკითხში. „როგორც ჩანს ამ სფეროში არ არიან კარგად ჩახედულები და უმჯობესია გაეცნონ საკითხს. 2008 წლის ომის შემდეგ ჯერ რუსეთმა შეატანინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საჩივრები ჰააგის სასამართლოში, შემდეგ შეიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ, თუ სწორად მახსოვს 2009 წელს, საჩივარი. თუმცა, მანამდე დაიწყო ჰააგის პროკურორმა აგვისტოდან საქმის გამოძიება დამოუკიდებლად. ამ სასამართლოზე და ამ გამოძიებაზე, განსხვავებით სტრასბურგისგან, სადაც იყო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევები განიხილეს, ჰააგის სასამართლო განიხილავს ომის დანაშაულებს. აქ სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წარდგება.

ჩვენ ვართ ხელმომწერი და გვინდა თუ არა, ვალდებული ვართ ამ ხელმოწერით ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ და ვითანამშრომლოთ ჰააგის სასამართლოსთან. განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც არ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან.

ბუნებრივია, რომ ამ სასამართლოზე ფიზიკური პირები იქნებიან წარმოდგენილი. ამ ხელშეკრულებას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოეწერა ხელი.

რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროდან, ათასობით მოწმეა დაკითხული და ასობით მტკიცებულებაა წარდგენილი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი უფლებები დაცული. არსებობს მეორე გზაც, რომ გავწყვიტოთ თანამშრომლობა ჰააგის სასამართლოსთან. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ ჰააგის სასამართლოში არ დაიკითხონ მონაწილე პირები. ეს არასწორი განცხადებაა, ან ჩახედული არ არიან, ან მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში მოქალაქეები. ასეთ საკითხებში ყველა უნდა იყოს ერთ მხარეს.

რა თქმა უნდა პოლიტიკოსებს და სამხედროებს მოუწევთ სასამართლოში ჩასვლა და პასუხის გაცემა. დარწმუნებული ვარ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხედროების უფლებები დაცული იყოს, რადგანაც ჩვენ იქ გენოციდი არ მოგვიწყია, არავინ გვიწამებია და ა.შ. ჩვენ ომის კანონები არ დაგვირღვევია“,-განაცხადა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო