აფხაზეთის მთავრობაში 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

„ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. 7 წლის ასაკში მას სახლის დატოვება მოუწია და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. სპორტულ კარიერაში მან მრავალ წარმატებას მიაღწია. 2018 წელს ირმა ხეცურიანი პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს ის ეტლით ფარიკაობაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე, ის, არის ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და მრავალი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი. 2015, 2016, 2017 წლებში იყო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა შორის ფარი B კატეგორიაში (სპინალური დაზიანება). 2017 წელს მან საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა