აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები და ტურიზმი. აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დადებით დინამიკას.

უწყების ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი დუბაიში ყოველწლიურად წარმოადგენს ჩვენი რეგიონის პოტენციალს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ასევე ეწევა სარეკლამო კამპანიას.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს პირდაპირი რეგულარული ავიაფრენების განხორციელების შესაძლებლობაც, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის ზრდას, ისე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ ტურისტულ სეზონზე ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა.

ისა ალბაშა ალნოაიმი გაერთიანებული საემიროების პირველი რეზიდენტი ელჩია საქართველოში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო