თსუ-ში კარლ კაუცკის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 16 ნოემბერს, ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსის კარლ კაუცკის წიგნის - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“ - სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

უნივერსიტეტმა წიგნი ქართულ ენაზე პირველად თარგმნა და ახალი გამოცემა მოამზადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობით. პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში. წიგნის ახალი გამოცემა მკითხველის წინაშე პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი.

„წიგნი გერმანულ ენაზე 1921 წელს გამოიცა, იმავე წელს ითარგმნა ინგლისურად და ავტორის წინასიტყვაობით დიდ ბრიტანეთში გამოიცა. ნაშრომს ავტორმა საფუძვლად დაუდო ევროპელ სოციალისტთა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისას მის მიერვე 1920 წლის ოქტომბერ-დეკემბერში შეგროვებული ინფორმაციის გააზრება და შეფასება. ავტორი თავის წიგნში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის ყველა სფეროს განიხილავს, ასევე აანალიზებს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოდელს. ავტორი ნაშრომში აკრიტიკებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას.

წიგნის ახალი სამენოვანი გამოცემისთვის შესავალი პროფესორებმა - დიმიტრი შველიძემ, სტივენ ჯონსმა და ზიგფრიდ ჰეიმანმა სპეციალურად მოამზადეს. ახალ გამოცემას დაერთვის კომენტარები და ავტორის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალები. წიგნი ქართულად თარგმნა სოფიკო შუბითიძემ, გამოსაცემად მოამზადეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო