ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე რეგიონში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტარიელ გიორგაძე ხულოსა და შუახევის მუნიცპალიტეტებში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, მანამდე კი შეხვედრები გაიმართა ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში მეწარმეებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ელექტრონული პორტალის მეშვეობით ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კომუნიკაციის მექანიზმები განუმარტა.

„მუნიციპალიტეტებში გამართული შეხვედრების მიზანია ბიზნეს სექტორის მხრიდან დასმული საკითხების მიხედვით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ბიზნესის წარმოების პროცესში არსებული კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება. დღეს შევხვდი მეწარმეებს ხულოდან და შუახევიდან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ. შეხვედრები აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით იმართება. დასმული საკითხების ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი უკვე სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ტარიელ გიორგაძემ.

საქართველოს ბიზნესომბუდმენის წარმომადგენელი აჭარაში 18 სექტემბრიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში 12 საქმე განიხილა. აჭარაში მეწარმეები საკითხების გადასაწყვეტად ყველაზე ხშირად ბიზნესომბუდსმენის ოფისს საფინანსო და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან მიმართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო