მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველსაყოფად საქველმოქმედო აქცია გაიმართება

სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 18 ნოემბერს, რიგით მე-9 საქველმოქმედო აქცია COATS (Clothing Others Against The Snow) გაიმართება, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

9 წლის წინ, მიშელ დანის (საქართველოში იმ წლებში BP-ის წარმომადგენლის მეუღლე იყო) ინიციატივით პირველად ჩატარდა საქველმოქმედო აქცია - COATS, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“-ს მზუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად. ორგანიზატორების ინფორმაციით, მომდევნო წლებში, ამ აქციაში უცხოურ ორგანიზაციებს თბილისის კერძო სკოლები შეუერთდნენ და დღეისათვის, თბილისის სკოლები COATS-ის (Clothing Others Against The Snow) საქველმოქმედო აქციის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.

საქველმოქმედო აქცია COATS-ს ფარგლებში ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვებისთვის გროვდება. „საქველმოქმედო აქცია COATS 2018 უმასპინძლებს 369 მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს, რომლებიც ორგანიზაცია ”ბავშვი და გარემო”, “ხსნის არმია” და “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”-ს ცენტრებსა და თავშესაფრებში არიან რეგისტირებული. ეს ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენასთან მუშაობენ. წელს COATS 2018-ი ელოდება ბავშვებს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხის და ჭიათურის 12 თავშესაფრიდან.

წლევანდელ აქციაში აქტიურად ჩართულია თბილისის თოთხმეტი სკოლა, 11 კერძო და 3 საჯარო: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT), ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA), ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში (BIST), QSI საერთაშორისო სკოლა, ახალი სკოლა (New School), წმ.გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა (BGS), ევროპული სკოლა (ES), Deutsche Internationale Schuhle, კავკასიის ფრანგული სკოლა (EFC), რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, სკოლა „ჯეჯილი“, #53, #21 და #1 ექსპერიმენტალური საჯარო სკოლები.

პროექტის ერთგული მხარდამჭერია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, რომელიც უკვე 8 წელია გვერდში უდგას COATS პროექტს და მასპინძლობს ამ ღონისძიებას.

ასევე პროექტს წლების მანძილზე მხარს უჭერს ისეთი ორგანიზაციები, როგორცაა ბრიტიშ პეტროლეუმ საქართველო (BP Georgia), ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA), ღია საზოგადოება საქართველო-სოროსის ფონდი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “Gosselin Mobility Group Georgia”, აშშ-ს საელჩო, გ.თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, „ისთ ფოინთი“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (Millenium Challenge Account - Georgia), “ჯი ენდ თი სერვისი” და სხვა ორგანიზაციები და კერძო პირები. წელს, აქციას შეუერთდნენ კომპანია "ბორჯომი" და სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტი“, რომელიც ასევე აქტიურად ჩაერთო ბენეფიციარი ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის შეგროვებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აქციის ორგანიზაცატორების ინფორმაციით, COATS-ის საორგანიზაციო ჯგუფი (მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, მშობელთა საბჭოს წევრები და მოხალისე მოსწავლეები) აქტიურად მუშაობენ აღნიშნული სკოლების ბავშვებთან და ორგანიზაციებთან, რათა ბენეფიციარებისთვის საკმარისი ქურთუკები, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი შეგროვდეს და საჭიროების მიხედვით, მათი დამატებით შეძენაც მოხდეს.

„ეს პროქტი სრულიად დამოკიდებულია პროექტში მონაწილე სკოლების, ორგანიზაციების და კერძო პირების კეთილ ნებაზე და გულისხმიერებაზე. საქველმოქმედო აქცია COATS-ს უკვე არსებულ მონაწილე თბილისის სკოლებს, ორგანიზაციებს და კერძო პირებს წლიდან წლამდე უფრო მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ემატება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია, COATS-ის პროექტის „ფეისბუქის“ გვერდზეა შესაძლებელი - https://www.facebook.com/clothingothersagainstthesnow

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს