კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახს უსამძიმრებს

თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახს უსამძიმრებს.

„დღეს დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დავკარგეთ ორი ადამიანი - ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი.

ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას“, - დაწერა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო: ატირებული კახა კალაძე - ფონიჭალაში დედა-შვილის გარდაცვალების გამო მერმა სიტყვა ვერ დაასრულა

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს