კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა, - ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია ნათქვამი. კომპანიის ინფორმაცით, მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.

„ჯივიპის 2018 წლის მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარება და მოწყობა, რაშიც კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა და ჯივიპის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას ახალ ქსელზე დაერთების საშუალება ექნება.

პროექტის ფარგლებში კაკლების დასახლებაში 4 კმ სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო და სტაბილური წყალმომარაგებისთვის ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. ამ ეტაპზე კი დასახლებაში სატუმბო სადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯივიპის 2018 წლის თბილისის ზედა ზონების პროექტის ფარგლებში კაკლებში, ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კვესეთსა და ბეთანიაში 35 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები ეწყობა. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ჯამურად 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს