უზენაეს სასამართლოს ICOIC-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ

უზენაეს სასამართლოს ICOIC-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა მიიღო ავღანეთის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის(ICOIC-Independent Commission for Overseeing the Implementation of the Constitution) მაღალი რანგის დელეგაციის წევრები დელეგაციის ხელმძღვანელის, მოჰამედ ქასიმ ჰაშიმზაის მეთაურობით.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, ავღანეთის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის დელეგაცია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით, საერთაშორისო მშვიდობისა და კანონის უზენაესობის მაქს პლანკის ფონდის ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტს მართავს საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტში, სახალხო დამცველის ოფისში, უნივერსიტეტში და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ბაქაქურმა მაღალი რანგის სტუმრებს გააცნო საქართველოს სასამართლო სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მისი როლი მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების პროცესში. სტუმართა მხრიდან განსაკუთრებით გამოიხატა ინტერესი მოსამართლეთა შერჩევის წესისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების მიმართ, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურაზე, მათ სოციალურ გარანტიებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლზე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ავღანელ სტუმრებს ყველა დასმულ შეკითხვაზე და დეტალურად განმარტა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რაც კანონით არის გათვალისწინებული ქართულ კანონმდებლობაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი მაკა კვაჭაძე, რომელმაც ისაუბრა ანალიტიკური განყოფილების საქმიანობის მიმართულებებზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის და სასამართლოს სტატისტიკის კუთხით.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, აღინიშნა, ყველა ის მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც განხორციელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა თარგმნისა და მათი იმპლემენტაციის მიმართულებით, რაც დიდ დახმარებას უწევს ქართველ მოსამართლეებს მუშაობის პროცესში და ევროპული კანონმდებლობით დაინტერესებულ პირებს თავიანთ საქმიანობაში. ამასთან, მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცა ევროკავშირი, გაერო, ევროსაბჭო, უდიდეს დახმარებას უწევს ქართველ მოსამართლეებს ევროპული მართლმსაჯულების სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც ხელს უწყობს ევროპული და ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციის პროცესს. სტუმრები ასევე დაინტერესდდნენ სპეციალიზირებული სასამართლოების საკითხით და ქართულ სასამართლო სისტემაში მათი ფუნქციონირების შესაძლებლობებით. შეხვედრის დასასრულს ავღანელმა და ქართველმა კოლეგებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს