გერმანიაში სასკოლო ავტობუსების შეჯახების შედეგად ბავშვები მძიმედ დაშავდნენ

გერმანიის სამხრეთით, ბავარიის კომუნა ამერნდორფში, ორი სასკოლო ავტრობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

სერიოზულად არიან დაშავებულები ორივე ავტობუსის მძღოლები და სამი ბავშვი, 15 ბავშვსა და მოზარდს სხვადასხვა ხარისხის ტრავმები აღენიშნებათ.

პირველადი ინფორმაციით, ორივე ავტობუსში 40 ბავშვი იმყოფებოდა. დაშავებულთა საავადმყოფოებში გადასაყვანად რამდენიმე ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო.

მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა