აშშ-მა საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამო სანქციები დაუწესა

ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ 17 საუდელის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რაც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას უკავშირდება. ინფორმაცია უწყების გვერდზეა განთავსებული.

„საუდელი მაღალჩინოსნები, რომლებსაც სანქციები დავუწესეთ, ჩართულები იყვნენ ჯამალ ხაშოგის შემზარავ მკვლელობაში. ამ პირებმა, რომლებიც აწამებდნენ და სასტიკად მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა, თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგონ. აშშ კვლავაც განაგრძობს მუშაობას ყველა ფაქტის გამოსავლენად და ყველა მათგანის პასუხისგებაში მისაცემად“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.

მისივე თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები პოლიტიკური დისიდენტების ან ჟურნალისტების წინააღმდეგ ნებისმიერი შეტევების შესაწყვეტად.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ მოკლეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს