უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

16 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება. სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გეორგიას" პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას თქმით, წელს ქართველი რეჟისორების ფილმების ნახვას მაყურებელი უკრაინის 6 ქალაქში - კიევში, ხარკოვში, სუმიში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ლვოვსა და ჟიტომირში შეძლებს.

"ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმები, რომელსაც ბოლო წლებში მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული. ერთ-ერთი მათგანი ზაზა ურუშაძის "აღსარება" - ოსკარის ნომინაციის ლონგ-ლისტშია შესული, როგორც „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. თითოეული ფილმი ქართულ ენაზე, უკრაინული სუბ-ტიტრებით იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს შამუგია.

უკრაინის მასშტაბით სულ ნაჩვენები იქნება შვიდი ახალი ქართული ფილმი: „აღსარება“, „ნამე“, „ხიბულა“, „ექვთიმე“, „გრძელი ნათელი დღეები“, „სიმინდის კუნძული“ და „მოირა“. კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 16 ნოემბერს კიევში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“. მხარდამჭერები - უკრაინის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო