თბილისს ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის დელეგაცია ეწვევა

16-21 ნოემბერს თბილისს ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის 25-კაციანი დელეგაცია (FEP) ეწვევა. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, რომელიც 2013 წლიდან FEP -ის სრულუფლებიანი წევრია.

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, 17-18 ნოემბერს, სასტუმრო ”კრონპალასში” ჩატარდება საკვალიფიკაციო კონკურსი QEP/MQEP (Qualified European Photographer და Master Qualified European Photographer) კვალიფიკაციის მისანიჭებლად, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ქართველი ფოტოგრაფები იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ კონკურსში ბეჭდური ნამუშევრების გამოგზავნის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პროფესიონალ ფოტოგრაფებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ EP (European Photographer) სერტიფიკატი. FEP-ის საერთაშორისო ჟიური რამდენიმე შემადგენლობით ორი დღის განმავლობაში განიხილავს ქართველი, ბრიტანელი, ბელგიელი, იტალიელი, ჩეხი, ფინელი, ფრანგი, ავსტრიელი სლოვაკი, ჰოლანდიელი ფოტოგრაფების ფოტონამუშევრებს.

21 ნოემბერს გაიმართება FEP-ის ბორდის სხდომა. ამავე დღეს, ქართველი ფოტოგრაფებისთვის ფრანგი და ბელგიელი ფოტოგრაფები საქორწილო და საბავშვო ფოტოგრაფიის თემაზე სემინარი ჩაატარებენ. სემინარზე დასწრება შუძლია ნებისმიერ მსურველს. დასწრების პირობების გაცნობა შესაძლებელია საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის პორტალზე: www.photographers.ge. ვიზიტის ბოლოს კი ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის დელეგაცია კახეთსაც ესტუმრება.

ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაცია ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის ფოტოგრაფთა ასოციაციებს აერთიანებს. FEP ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წელიწადში ორჯერ ატარებს საკვალიფიკაციო გასვლით სესიებს და შეხვედრებს.

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი ფოტოგრაფები აქტიურად მონაწილეობენ FEP-ის საკვალიფიკაციო კონკურსებსა და სესიებში. 15-მდე წევრს მინიჭებული აქვს FEP-ის პირველი დონის - EP (European Photographer) სერტიფიკატი.

ევროპელ ფოტოგრაფთა ფედერაცია გაფართოებული შემადგენლობით საქართველოს პირველად ესტუმრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს