თეა წულუკიანი - ძალიან დიდი სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“, რომ 2011 წლის პირველ აპრილს საერთაშორისო სასამართლოში მათ საქართველოს აწვნევინეს ძალიან დიდი მარცხი, რომლის გამოსწორებაც ჩვენ გვიწევს

,,ქართული ოცნების" მთავრობა ,,ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისგან განსხვავებით ყელაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებინოთ ქალბატონი ბენსუდას ოფისს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურატურასთან, რათა მოხდეს რუსი გენერლების თუ სხვა მაღალჩინოსნების კიდევ უფრო მაღალი წარმომადგენლობითი პოლიტიკური თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. იუსტიციის მინისტრის განცხადებითვე, საერთაშორისო პროკურატურისთვის წარდგენილმა მტიცებულებებმა, დამატებითი კითხვები გააჩინა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით.

„ფატუ ბენსუდას მიერ წარმოებულ გამოძიებას, რა თქმა უნდა, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ეს მხოლოდ იცის მან და მისმა გამომძიებლებმა, ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ყიჟინი ამ თემაზე. მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რაც ვიცი, ვიცი ის, რომ საქართველოს ,,ქართული ოცნების" მთავრობა ,,ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისგან განსხვავებით ყელაფერს აკთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებინოთ ქალბატონი ბენსუდას ოფისს და რაც ფუნდამენტურად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქართველთა ეთნიკური წმენდა... მტკიცებულებების შეგროვებით შევძლოთ ის, რომ ბენსუდამ დააყენოს რუსი სამხედროების და მათი იმ ოსი წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შესაძლოა ქართველების ეთნიკურ წმენდაში იყო ჩართული.

ძალიან დიდი სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“, რომ 2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მათ საქართველოს აწვნევინეს ძალიან დიდი მარცხი. ამ მარცხის გამოსწორება ჩვენ გვიწევს დღეს, ამიტომაც ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ იქნებ როგორმე და მე მჯერა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება. ფატუ ბენსუდას ოფისთან ჩვენ გვაქვს სამაგალითო თანამშრომლობა იმისათვის, რომ რუსი გენერლების თუ სხვა მაღალჩინოსნების კიდევ უფრო მაღალი წარმომადგენლობითი პოლიტიკური თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუნდაც ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, გორის ისკანდერის ნაწილში, რომელზეც მე თუ მექნება მართლაც შესაძლებლობა, რომ პარლამენტში წარვდგე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მინდა შევეკითხო, რატომ არ გააფორმეს გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი 12 აგვისტოს მტკიცებულებად და რატომ გადასცეს სხვა სახელმწიფოს და რატომ მოგვწია ჩვენ და ჩვენს კოლეგა სამინისტროებს სანთლით ძებნა. ჩვენ მაისში დავაბრუნეთ საქართველოში 800 კილო ტვირთი, ასევე ფურცლობით ათასობით მტკიცებულება იმისა, რომ გამოგვესწორებინა წინა ხელისუფლების მიერ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი ხარვეზები, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქართველების უფლებები იყოს დაცული, ვინც ეთნიკური წმენდა განიცადა და მართლმსაჯულება განხორციელდეს. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოძიება იყოს დაცული, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ანწუხელიძეები, სოფრომაძეები... და სხვათა შვილებმა მიიღონ სამართალი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა