ეკა გიგაური არჩევნების შუა კვირაში დანიშვნაზე - სააკაშვილის დროსაც იყო ასეთი ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ძალიან უჭირდათ და კონკრეტულ რეგიონებში მხარდაჭერის პრობლემები ჰქონდათ

სააკაშვილის დროსაც იყო ასეთი ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ძალიან უჭირდათ და ხვდებოდნენ, რომ საზღვარგარეთ და კონკრეტულ რეგიონებში ჰქონდათ მხარდაჭერის პრობლემები, - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშრებით.

როგორც გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ცესკოს კანონმდებლობა არ დაურღვევია, თუმცა, მან არ გაითვალისწინა საზოგადოების ინტერესები და გარკვეულწილად დამატებითი ბარიერები შექმნა.

“სააკაშვილის დროსაც იყო ასეთი ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდათ და ხვდებოდნენ, რომ საზღვარგარეთ და კონკრეტულ რეგიონებში მათ ჰქონდათ მხარდაჭერის პრობლემები. ახლაც ვნახეთ, იგივე გამოიყენა ცესკომ და შუა კვირაში დანიშნა არჩევნები. ეს კანონდარღვევა არ არის, თუმცა, თუ ცესკო იმოქმედებდა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი გააკეთებდნენ ყველაფერს, რომ დამატებითი ბარიერები ჩვენს მოქალაქეებს არ შექმნოდათ და რაც შეიძლება ბევრ მოქალაქეს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. როგორც ჩანს, მათ ეს საზოგადოებრივი ინტერესი არა გაითვალისწინეს და ამიტომ დანიშნეს შუა კვირაში“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.