ნინელი ჭანკვეტაძე - ყოფილი ხელისუფლების დროსაც იყო სიღარიბე, უმუშევრობა, დევნილობა,  თუმცა, არ შუქდებოდა, ხელისუფლება კი ერთსა და იმავე საწარმოს რამდენჯერმე ხსნიდა

ეს სიღარიბე, ეს უმუშევრობა, ეს დევნილობა, სოფლებში რომ გზა არ არის, ახლა დაიწყო?! სადღაც გაკეთდა, სადღაც არ გაკეთდა, - ამის შეახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება ვერასდროს მოვა, ხოლო ამომრჩეველი მოცემულობიდან გამომდინარე უნდა ამოვიდეს. ჭანკვეტაძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების დროს ანალოგიური პრობლემები იყო, თუმცა ეს არ შუქდებოდა, ხელისუფლება კი ერთსა და იმავე საწარმოს, რამდენჯერმე ხსნიდა, რაც პიარისთვის იყო გათვლილი.

„ეს სიღარიბე, ეს უმუშევრობა, ეს დევნილობა, სოფლებში რომ გზა არ არის, ახლა დაიწყო?! სადღაც გაკეთდა, სადღაც არ გაკეთდა. ეს ამომრჩეველმა უნდა ვიცოდეთ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება არასდროს გვეყოლება. ამომრჩეველს გვაქვს რაღაც მოცემულობა და იქიდან უნდა ამოვიდეთ. სულ ნათელმირონი რომ იყოს გრიგოლ ვაშაძე ჩემთვის, არის იმ რეჟიმის, მიხეილ სააკაშვილის ხელდასმული და დაღდასმული კანდიდატი, ამიტომ ვერანაირად ვერაფერი მაიძულებს, რომ ამ კანდიდატს მივცე ხმა“, - აღნიშნა ნინელი ჭანკვეტაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ნათელმირონი რომ იყოს, გრიგოლ ვაშაძე ჩემთვის არის იმ რეჟიმის მიხეილ სააკაშვილის ხელდასმული და დაღდასმული კანდიდატი" - ნინელი ჭანკვეტაძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს