ეკა გიგაური: გადაწყვეტილება, რომ ხმის მიცემა ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდეს, კანონს ეწინააღმდეგება და ჩვენ ამას გავასაჩივრებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო ისეთ დღეს დაენიშნა არჩევნები, რომ ამ დღეს არ შეექმნა ბარიერები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მათ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

რაც შეეხება თვითონ არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნას, ეს არ არის კანონდარღვევა, მათ ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ მათ რომ ემოქმედათ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დღეს არ დანიშნავდნენ არჩევნებს.

რაც შეეხება საარჩევნო უბნების დახურვას 12:00 საათისთვის, ვფიქრობთ, რომ ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ამ საკითხს ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება 14 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს. თავად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო