საქართველოს მთავრობას ფრანგი კარტოგრაფის გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კავკასიის რუკა გადაეცა

საქართველოს მთავრობას ფრანგი კარტოგრაფის გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კავკასიის რუკა გადაეცა. პოლონეთში, საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარეს გადაეცა ოფიცერი გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული, ფრანგი კარტოგრაფის, გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ამ რუკის ასლი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.

არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს იმ დროისთვის კავკასიის ყველაზე სრულყოფილი რუკის ორიგინალს, რომელიც 1713-1716 წლებში, ლუდოვიკო XIV-ის კარზე სტუმრობისას, სულხან-საბა ორბელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაციით არის შედგენილი.

ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, ლიდია შუბერტ-ვარდისიანმა, მისი მეუღლის სახელით, რუკა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ილია დარჩიაშვილს გადასცა, ესწრებოდნენ გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის წევრები, პოლონეთში ქართული დიასპორის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო