ინდოეთში ციკლონის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ტამილნადუს შტატში ციკლონი „გაჯას“ შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 76 000 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა India Today იუწყება.

ძლიერი ქარი და წვიმა ხუთშაბათს დაიწყო, რის შედეგადაც ციკლონი გაძლიერდა. შტატის რიგ ქალაქებში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით ინდოეთის ხელისუფლებამ სტიქიურ უბედურებაზე სწრაფი რეაგირების ეროვნული ძალების ბრიგადები და მაშველები გააგზავნა ტამილნადუს შტატში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო