„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანგარიში „მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ წარადგინა.

ანგარიშში ასახულია მთავარი პროკურატურის აღნიშნული დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგის ფარგლებში ცენტრმა შეისწავლა შემდეგი საკითხები: როგორია დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა, რა წესით ინიშნებიან პროკურორები და გამომძიებლები, რამდენ და რა კატეგორიის საქმეებს აწარმოებს დეპარტამენტი, როგორ მიმდინარეობს სამართალწარმოებისას მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და იძულებით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი, როგორია დეპარტამენტში საქმეთა მიღების კრიტერიუმები და განაწილების წესი, რა საფუძვლებით ხდება დადგენილებების მიღება ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და ა. შ.

„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 2015 წლის მარტში დაემატა პროკურატურას, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუ რომელ წლებში ჩადენილ დანაშაულზე მუშაობს დეპარტამენტი, პრაქტიკის თანახმად იგი ამ დროისთვის მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს იძიებს. პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის არსებული პრაქტიკის სასამართლო მონიტორინგის მოქმედი ადვოკატების და დაზარალებულების გამოკითხვამ, ასევე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენებისა და პროკურორთა მიერ მიღებული დადგენილებების შესწავლამ და გაანალიზებამ წარმოაჩინა პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის როგორც დადებითი ასევე პრობლემური საკითხები“, - ნათქვამია ანგარიშში.

მასში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან ერთად წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ხელს შეუწყობს დეპარტამენტის ეფექტურ საქმიანობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს