ირაკლი ნადირაძე ირწმუნება, რომ თბილისის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა. ნადირაძე ირწმუნება, რომ ინფორმაცია, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა, სიცრუეა.

„ქართული ოცნების“ ცრუპენტელობას და ტყუილებს საზღვარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ წაგებული პირველი ტურის მერე მაინც ესწავლათ ჭკუა და ადეკვატური ბიუჯეტი შემოეტანათ. მაშინ როდესაც ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და მსყიდველობითი უნარი აქვს დაკარგული, დედაქალაქში პრობლემები დღითიდღე უფრო მწვავეა, თბილისის მერიამ მოქმედ 916 მილიონიან ბიუჯეტთან შედარებით, 45 მილიონი ლარით ნაკლები ბიუჯეტი შემოიტანა. იტყუებიან, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტის კლებაა თითქმის ყველა მიმართულებით, მაშინ როდესაც ისინი ზრდიან ბიუროკრატიას, საკუთარ ხელფასებს, შრომის ანაზღაურებას და ა.შ", - განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გუშინ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, რომელიც 10 მილიონითაა გაზრდილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა