ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შემდეგ, 149 დაზარალებულს 44 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება დაუბრუნდა

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების გახსნის შედეგად 149 დაზარალებულს დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა. ამის შესახებ ნათქვამია აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის ანგარიშში.

ორგანიზაციამ დეპარტამენტიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ეხება ქონების დაბრუნების საკითხს. დაბრუნებული ქონების ჩამონათვალში, მათ შორის არის 80 ერთეულამდე ავტომანქანა, 21 მიწის ნაკვეთი, 6 საცხოვრებელი ბინა, 2 აგარაკი, საოფისე და კომერციული ფართები, თელავში მდებარე „აკურას“ ღვინის ქარხანა, გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები, შოვის პანსიონის ტერიტორია, ორი თვითმფრინავი და 13 შვეულმფრენი, ასევე სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

„როგორც საჯარო ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, ზემოხსენებული უძრავ-მოძრავი ქონება იყო სახელმწიფო საკუთრებაში, ამდენად, საჭიროება არ წარმოიშვა, რომ კონკრეტულ პირს სასამართლო გზით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, რადგან სახელმწიფო სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე უბრუნებს დაზარალებულს იძულებით ჩამორთმეულ ქონებას იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ეტაპზე დეპარტამენტი გახსნის ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივ ფაქტს კონკრეტული პირის მიმართ. ასეთ შემთხვევაში საჭიროება არ წარმოიშვება, რომ სასამართლო გზით მოხდეს ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტის დადასტურება. დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს მიდგომა საკუთარ ბალანსზე არსებული უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაზარალებულებისთვის დაბრუნების შესახებ, რადგან კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულ პირს არ წარმოექმნება დამაბრკოლებელი გარემოებები ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამგვარი დამოკიდებულება ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღმოფხვრის პროცესს, რაც პროკურატურის დეპარტამენტის შექმნის ძირითად ამოცანას და წინაპირობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა