სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შემხვდა, რომ გვესაუბრა საარჩევნო გარემოზე. მას გავაცანი ვითარება, თუ როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს ვილსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. შემხვდა, რომ გვესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს დღის მეორე ნახევარში. მას ავუხსენი რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის კამპანია, როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბევრად უფრო ნეოსაბჭოთა კამპანიად, ვიდრე იმად, რასაც მე ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლოდროინდელი მუქარები, რომელიც ასევე ეხება ჩემს ქალიშვილსაც და რომელიც არის ასევე ამერიკის მოქალაქე. ეს მისთვის აუცილებლად სათქმელი იყო. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემების და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის იქიდან გამომდინარე თუ როგორ ჩატარდა ეს კამპანია და რამდენი ხელშემშლელი ფაქტორები არსებობდა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ძალიან დაინტერესებული იყო ამ ყველაფრით. ახალი ჩამოსულია მოგეხსენებათ და მისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა