„ძალა ერთობაშიას" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე და გაერთიანების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიპლომატიურ კორპუსთან რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე იმსჯელებენ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. მათ შორის, საუბარი შეეხება არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნას. მისი თქმით, ასევე ისაუბრებენ პირველი ტურის დროს რამდენიმე ქალაქში მომხდარ ინციდენტზეც.

„პირველი, ეს არის ძალადობა ახალქალაქში. ახალქალაქთან დაკავშირებით გამოძიების დეტალურ მასალებს წარვუდგენთ დიპლომატიურ კორპუსს. მეორე, ეს არის საარჩევნო თარიღით მანიპულაცია და კანონის დარღვევა, რომელიც ცესკომ „ქართული ოცნების" მითითებით გააკეთა და ათი ათასობით ადამიანს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელს უშლიან. მესამე- ეს არის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რომელიც მთელ საქართველოში ხდება. გარდა ამისა, ვსაუბრობთ გაყალბების პრევენციის იმ უნიკალურ მექანიზმზე, რომელიც ჩამოყალიბდა და ამ ყველაფერზე დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტენსიურ კონტაქტში ვიქნებით მათთან, რომ „ქართულმა ოცნებამ" თავისი ძალადობრივი მექანიზმების ქვეყანაში გამოყენება ვერ შეძლოს", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო