ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლოა, გადაიხედოს

ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლოა, გადაიხედოს.

შს სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიზანია ნაოსნობის წესების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება გემის ტექნიკური მახასიათებლების (წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა) მიხედვით.

პროექტის გათვალისწინებით, მინიმალურ ტონაჟობად 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემი განისაზღვრა, რომლის პასუხისმგებლობა 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. საქართველის ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით; 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით; 500-დან 3 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით; 3 000-დან 5 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით - გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000ლარით; 5 000-დან 8 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 20000 ლარით; 8 000-დან 10 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით.

მაქსიმალურ პასუხისმგებლობად დადგენილ იქნა 50 000 ლარი 10 000 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემის მიერ ნაოსნობის წესების დარღვევისათვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს