ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულთა პროცესი 19 დეკემბრისთვის გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულთა სასამართლო სხდომა 19 დეკემბრისთვის გადაიდო. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ განაცხადა, დღეს ჩანიშნული სხდომის გადადების მიზეზი პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„საქმის არსებითი განხილვა იგეგმებოდა დღეს, თუმცა, საქმის პროკურორს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა, როგორც სხდომაზე არ დასწრების საპატიო მიზეზი და სხდომა 19 დეკემბრისთვის გადადო", - განაცხადა მერაბ მამულაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა: მიხეილ კალანდია, ლუკა კალანდია და თენგიზ კალანდია, ასევე შაბურიშვილი და წინწკალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო