მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლად აშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლად აშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაათვალიერა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2-ის” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით - დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს. პროექტი სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სასწავლებელი 50 მდე აკადემიურ და 30 მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს. კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს.