გია ვოლსკი - გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, მათი გამოყვანის საშუალება არ გვექნებოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არის ადამიანი იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, არ იქნებოდა შესაძლებლობა, ქვეყანას თავისი გმირები გამოეყვანა ბრძოლის ველიდან. ასე უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რამდენად ადეკვატურია სალომე ზურაბიშვილის დადანაშაულება პრორუსულობაში.

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც საბჭოთა კავშირს გამოეცალა მთავარი აგური - შიში. მეორე- მისი განცხადება ომთან დაკავშირებით მეტყველებს იმაზე, რომ ის არ აპირებდა ამ თანამდებობაზე კენჭისყრას და არ აპირებდა პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას, ვინაიდან ძალიან მძიმე წარსული შეიძლება შევახსენოთ მას. მათ შორის 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი, როცა მთელი მსოფლიო თავისი პოზიციიდან შეყავდა შეცდომაში და ეუბნებოდა, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და ხალხი, რომელიც დაიღუპა, სახელმწიფომ მიატოვა იმ მძიმე პერიოდში. გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ იგი არის რუსი და არ აპირებს რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლას, მას ჰქონდა ეს მოსაზრება არა მარტო ომის შემდეგ, არამედ ომის წინ, ძალიან დრამატულ პერიოდში. როცა სასწორზე იდო ადამიანების სიცოცხლე.

ეს არის ადამიანი იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა ჩვენი გმირები ბრძოლის ველიდან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. იმისათვის, რათა არ მოხდეს ამის სწორი შეფასება, ხდება ყველანაირი დეზინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ჯარისა და პოლიციისადმი, რომ თითქოს ვიღაც აპირებს ბრალი წაუყენოს ჩვენს მებრძოლებს და განსაკუთრებით საქართველოს. ეს არანაირად, არც ერთ კონტექსტში არ არის სიმართლე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს