ბექა დავითულიანი - სალომე ზურაბიშვილი გადამალული ნამდვილად არ არის, ქვეყნის მასშტაბით მისი ბილბორდებიც არის გაკრული

სალომე ზურაბიშვილი გადამალული ნამდვილად არ არის, ქვეყნის მასშტაბით მისი ბილბორდებიც არის გაკრული, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის სახელისა და გვარის გვერდით პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სურათების გამოჩენას.

„ეს აღარ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის პრინციპული არჩევანი წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოჩენა ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილთან ერთად. სალომე ზურაბიშვილი გადამალული ნამდვილად არ არის, ქვეყნის მასშტაბით მისი ბილბორდებიც არის გაკრული. ლოგიკურია, რომ ამ არჩევანის გაკეთებაში „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი არჩევანი და დაუშვებლად თვლის „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს