ეკა ბესელია - ადგილი აქვს მცდელობას, რომ სამხედროები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა

არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისათვის ჯარისკაცებისა და სამხედროების გამოყენება, ეს ხელშეუხებელი თემაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბესელიას შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯარისკაცების, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეთა თემას საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს და ზღვარგადასულ დემაგოგიასა და სიცრუეს მიმართავს.

„ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას სწორედ ჩვენი სამხედრო შენაერთები იცავს. ჯარის და სამხედრო ნაწილის პოლიტიზირება არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლის ფასად გმირულად იბრძოდნენ ომის დღეებში და ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. ვინც მათი დადანაშაულება იკადრა, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლება იყო, რომელმაც ჯარისკაცების ნაწილი დაიჭირა და დეზერტირებად გამოაცხადა, ხოლო ნაწილს ჯაშუშობა დააბრალა. მათ შორის იყვნენ მფრინავები, რომლებიც მოგვიანებით ჩვენ გავათავისუფლეთ და ამასაც კი ვერ გვპატიობდნენ, რომ მათ მიერ გამეტებული ჯარისკაცები ჩვენ დავიცავით. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, რომ სამხედროები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. დარწმუნებული ვარ, ჯარისკაცები კარგად დაინახავენ, თუ სად არის სიმართლე სიცრუესა და ზღვარგადასულ დემაგოგიას შორის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, არ აყვებიან. ჯარისკაცი ქვეყანას იცავს და პოლიტიკურ პროცესში არ ერთვება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს