თინა ბოკუჩავა - კახა კალაძეს მოვუწოდებ, გაერკვეს ჰააგაში რა პროცესებზეა საუბარი და დაუყოვნებლივ გადააყენონ თეა წულუკიანი

მე ვურჩევდი კახა კალაძეს, რომ საერთოდ, გაერკვეს რა სასამართლოზე და რა პროცესზეა საუბარი, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეში დაადანაშაულა.

თინა ბოკუჩავას თქმით, კახა კალაძემ ეტყობა არ იცის, რომ ჰააგის სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ გამოსცეს დაკავების ორდერები კონკრეტულ პირებზე.

"ეს არ არის სასამართლო, რომელიც განიხილავს სახელმწიფოებს შორის დავებს. ეს არის სასამართლო, რომელსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში შეუძლია მისცეს კონკრეტული პირები, მათ შორის, სამხედროები. ასე, რომ მე მოვუწოდებდი ამ ადამიანს, გაერკვეს რა სასამართლოზე და რა პროცესებზეა საუბარი. მან მიიღოს მონაწილეობა „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში და დაუყოვნებლივ გადააყენონ თეა წულუკიანი,რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს საქართველო და სამხედროები ამ საშიშროების წინაშე დგანან“, -განაცხადა ბოკუჩავამ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას, „რადგან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე“. კახა კალაძის განცხადებით, ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა