ირაკლი ხმალაძე ოპონენტებს 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით „ცრუ ბრალდებებში“ ადანაშაულებს

თბილისის მერის პირველი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი არ შემცირებულა და ამასთან დაკავშირებით ოპონენტებისგან „ცრუ ბრალდებები“ ისმის.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცების შემდეგ 930 მილიონი იქნება.

„2018 წლის ბიუჯეტი, როგორც მახსოვს, 860 მილიონი ლარის ოდენობით დამტკიცდა. 2018 წლის ბიუჯეტს 2017 წლიდან გადმოყოლილი ნაშთები და სპეციალური ტრანსფერები დაემატა. შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტს კიდევ დაემატება 2018 წლის ნაშთები და სპეციალური ტრანსფერი და შემიძლია, დადასტურებულად ვთქვა, რომ 930 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება. ეს არის ტყუილი ბრალდება, ჩვენი ბიუჯეტი არ არის შემცირებული“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის პრიორიტეტები არ იცვლება და წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკას, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქსა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებს, როგორც გზების, ასევე ხიდების მიმართულებით.

„ბიუჯეტი 871 მილიონის ოდენობით არის წარდგენილი, ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელშიც ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანფერი აუცილებლად იქნება გამოყოფილი და ამ თემაზე ჩვენ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან უწყვეტად გვაქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ ცენტრალური ბიუჯეტი არ არის ჯერ კიდევ დამტკიცებული და როგორც კი დამტკიცდება, თბილისის მერიის ბიუჯეტი სულ ცოტა 50 მილიონით გაიზრდება. შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი იქნება მინიმუმ 930 მილიონი ლარი. ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პრიორიტეტები არ იცვლება, ისევ და ისევ არის: სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი და რა თქმა უნდა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც გზების, ასევე ხიდების მიმართულებით. ერთ-ერთი წინასაარჩევნოდ გაცხადებული პროექტი იყო ბაგების ხიდი, ანუ მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი ხიდი, რომლისთვისაც თანხები 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და საკრებულოსთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ კიდევ დაზუსტდება. ბიუჯეტის ოდენობა გაიზრდება და შესაბამისად, გაიზრდება პროექტების ჩამონათვალი და თითოეული მუხლის ოდენობა და ჭერი“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა