ჟინვალის წყალსაცავიდან ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს

ჟინვალის წყალსაცავიდან ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ მაშველებმა 1965 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა წყალსაცავში გადავარდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მოიკვლიეს ცხედრის ადგილმდებარეობა, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, განსაკუთრებულად რთული პირობების გამო საჭირო გახდა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ღონისძიებაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 მაშველი და 3 მყვინთავი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო