ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო. ის ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მაია ლაგვილავამ პირადად შეაფასა საჯარო სივრცეში სკრინინგის მიმდინარეობა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას გაეცნო. ამ დრომდე ბათუმის იუსტიციის სახლში სწრაფი მარტივი ტესტი 746 პირმა ჩაიტარა, აქედან 29 კი პირველადად სკრინინგ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროექტი „საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ. სწრაფი-მარტივი ტესტის შემდეგ კი, პასუხს შეტყობინების სახით, საკონტაქტო ნომერზე, იმავე დღის ბოლოს, SMS-ის სახით იღებენ. ამ დრომდე სკრინინგი იუსტიციის სახლებში 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ მიიღოს მედიკამენტი, რომლის ღირებულებაც სხვა ქვეყნებში 60-დან 80 ათასამდე ევროს შეადგენს. ამ დრომდე, ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული და განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ით განისაზღვრება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა