ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები იწყება

ლანჩხუთის რაიონის 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები რამდენიმე კვირაში დაიწყება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კომპანია „ნდს მშენებლობას" დირექტორმა, ზურაბ გუგეშაშვილმა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრები ამ პრობლემების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტთან ერთად, ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. ლანჩხუთში უკვე ვიწყებთ დარჩენილი ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. სამუშაოებს მოკლე ვადებში დავასრულებთ და მომავალი წლის ზაფხულისთვის მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველვყოფთ’’, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

,,აქტიურად ვმუშაობთ ლანჩხუთის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე კომაპნიასთან ერთად. მიხარია, რომ ქუჩების მოსახლეობას, რომლებსაც ამ პროექტის შედეგად მოუგვარდებათ სასმელი წყლის მიწოდება, ამით მთლინად დასრულდება ლანჩხუთის წყალმომარაგების პრობლემა. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სოფლების საკითხებზე და იმედი მაქვს, რომ 2019 წელს გვექნება მნიშვნელოვანი გარღვევა წყალმომარაგების საკითხების მოგვარების ჭრილში“,- განცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებს განაგრძობს. ურეკში გრძელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

„სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ურეკს ექნება ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, 2019 წლის გაზაფხულზე კომპანია ანასეულის მოსახლეობის 24-საათიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს დაიწყებს. ასევე, გრძელდება ოზურგეთის შიდა ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემების ეტაპობრივად მოწესრიგება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო