მამუკა ბახტაძე „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კასპში, „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქარხნის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა.

ორგანიზაციის მენეჯმენტის ინფორმაციით, ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხობს, რაც, მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს და გაზრდის ენერგოეფექტურობას.

„ამასთან, პროექტი ევროპული სტანდარტის ფილტრების და ემისიების მუდმივი მონიტორინგის აპარატურის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლის მეშვეობით მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობა გაკონტროლდება.

კასპის “ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია, 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება“, - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო