გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა შეიტანა.

“ჩვენ ვაპროტესტებთ ცესკოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც არჩევნების მეორე ტური დანიშნა სამუშაო დღეს. ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს. არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღე. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ცესკო-ს განკარგულება აქვს არჩევნების გრაფიკის შესახებ, სადაც 1-ელი დეკემბერი არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლო თარიღად. სამწუხაროდ, ცესკომ ჯიუტად გაითვალისწინა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დაკვეთა. მოვითხოვთ, ბათილად იქნას ცნობილი ცესკოს გადაწყვეტილება, რაც დაავალდებულებს ცესკოს, ხელახლა იქნას განხილული ეს გადაწყვეტილება და არჩევნები დაინიშნოს არასამუშაო დღეს,” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს