მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დევით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს მთავარი ფუნქცია წამლის ხარისხისა და კონტროლის ამაღლება იქნება.

„ჩვენ გვაქვს როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ასევე საჭიროება იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნას ე.წ. ჯმპ ინსპექტორატი. ეს არის კარგი საწარმო პრაქტიკა, რომელიც ამოწმებს ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას და ანიჭებს შესაბამის სერთიფიკატს. თანამშრომლები უკვე გადამზადდნენ, ორგანიზაციულად უკვე გამოეყო ეს ნაწილი. ეს იქნება დამოუკიდებელი ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანაა წამლის ხარისხის კონტროლი",- აცხადებს სერგეენკო.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წამლის სააგენტოს დაფუძნების შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და მას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.

დადგენილების თანახმად, განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წამლის სააგენტო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის