GIPA-სა და ევროკავშირს შორის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ინიციატივის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯიპა-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლის იანვრიდან ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში და მიზნად ისახავს დაეხმაროს მერებს აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში.

„ინიციატივის განხორციელებაზე პასუხისმგებელია M4EG-ის სამდივნო ცენტრალური ოფისით თბილისში. სამდივნოს ჰყავს კოორდინატორები EaP-ის 5 ქვეყანაში.

GIPA ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის სტუდენტებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ ევროკავშირის პროექტში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიული ცოდნა, მათთვის ტარდება ტრენინგები ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით და პროექტის ბოლო ეტაპზე სტუდენტები მათ მიერ შერჩეულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად იმუშავებენ ადგილობრივი ეკონომიკური გეგმის შემუშავებაზე“, - ნათქვამია უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა და პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ხელმძღვანელმა, პიტერ კორსბიმ მოაწერეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა