გიორგი ვაშაძე - იუსტიციის სამინისტრო არჩევნების მეორე ტურისთვის მსჯავრდებულებისთვის პირადობის მოწმობებს მასიურად ბეჭდავს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულებისთვის პირადობის მოწმობებს მასიურად ბეჭდავს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ის არის, რომ ამ ადამიანებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატს მისცენ. როგორც ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალება არ მიეცემა.

„მიზანი არის მარტივი, აიძულონ ეს ხალხი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან ან ხმა მისცენ მათ სასურველ კანდიდატს ან თუ არ მივლენ, მათი ხმები გააუქმონ, ეს არის ძალიან კონკრეტული მიზანი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. სამწუხაროდ, ციხეში არ მოქმედებს არჩევნები ოთხშაბათს იქნება, თუ კვირას, უცხოეთში არსებული ჩვენი უბნებისგან განსხვავებით. ეს არის არჩევნების გაყალბების და არჩევნებით მანიპულაციის კიდევ ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს ვერ გაუვათ, ეს არ უშველით!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა