ფეხბურთის ფედერაციასა და „ბიბლუსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ხვალ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „ბიბლუსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

„ბიბლუსის“ ინფორმაციით, მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და „ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე.

„შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და „ბიბლუსი“ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამასთან, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტებს ერთობლივად განახორციელებენ.

„ბიბლუსსა“ და ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შორის დაწყებული თანამშრომლობა, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით, სისტემატურ და პარტნიორულ ხასიათს შეიძენს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოში ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს, უკვე აქვთ ერთობლივი მუშაობის წარმატებული გამოცდილება. ფეხბურთის ფედერაციის უნიკალური პროექტის - აუტიზმის მქონე ბავშვთა კლუბების საზაფხულო ფესტივალი 2018-ის პარტნიორი სწორედ შპს „ბიბლუსი“ იყო.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა მონაწილეობით შედგება.

გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ჩაკვეტაძე „ბიბლუსი“ გალერეაში მისულ სტუმრებს 15:00 საათიდან დაელოდებიან. ფეხბურთელებთან შეხვედრა ყველა მსურველს შეეძლება. გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ლორია, „ბიბლუსის“ სტუმრებს სამახსოვრო ბარათებს საკუთარი ავტოგრაფებით გადასცემენ“, - ნათქვამია „ბიბლუსის“ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს