„თსსუ-ის დასაქმების ფორუმი 2018“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით - „თსსუ-ის დასაქმების ფორუმი 2018“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-დან აცნობეს, ფორუმში ჩართული იყო საქართველოში მოქმედი წამყვანი ჰოსპიტალური გაერთიანებები, სადაზღვევო კომპანიები, ფარმაცევტული ჯგუფები, კერძო კლინიკები და თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკები.

ღონისძიების ფარგლებში კომპანიებისა და დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებს წარმოდგენილი ჰქონდათ ვაკანსიები, სადაც თსსუ–ის სტუდენტებმა, რეზიდენტებმა, მაგისტრებმა და კურსდამთავრებულებმა გაირეს გასაუბრებები და წარადგინეს რეზიუმეები (CV).

ამასთან, თსსუ-ს პრესსამსახურის ცნობით, ფორუმის მთავარი მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების წარმოებაა, ვინაიდან სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულებისთვის მნიშვნელოვანია კარიერული განვითარება, ხოლო კომპანიებისთვის მათთან წარმატებული კადრების დასაქმება.

ცნობისთვის, „თსსუ-ის დასაქმების ფორუმი“ პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ყოველ სასწავლო სემესტრში ერთხელ განხორციელდება.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს