პროკურატურა სოფელ ვეჯინში, პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარ ოჯახურ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარ ოჯახურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გულნაზ ცანკაშვილის შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებმა. კერძოდ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვისას მან განაცხადა, რომ რძლის მითითებით, შვილმა თავში სამჯერ დაარტყა ხელი.

„მანვე განმარტა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ის და მისი ოჯახის წევრები არიან სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერები. 2018 წლის 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე, მას ნ. ყ. - მ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისათვის ხმის მიცემის სანაცვლოდ შესთავაზა 50 ლარი, რომელიც მისივე განმარტებით, გადასცა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ე. ბ. - მ. 2018 წლის 12 ნოემბერს, გ. ც. - ს ჩვენების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ იქნა საქმე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე, სსსკ-ის 1641 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე იკითხებიან მოწმეები, მათ შორის არის მოწმე ე. ბ., რომელზეც გ. ც. მიუთითებს, რომ მის რძალს გადასცა გარკვეული თანხა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზნით. საქმეს იძიებს კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ინციდენტის გამო "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი თელავის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება სოფელ ვეჯინში მცხოვრებ გულნაზ ცანკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შვილი და რძალი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცანკაშვილის ბრალდებებს ურაყოფს კოორდინატორი და მომხდარს ხელისუფლების მხრიდან ვეჯინში წაგებულ არჩევნებს უკავშირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა