კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში წარდგენილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არ ემსახურებოდა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ.

„გარდა ამისა, რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ანთავსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ კანონებს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახორციელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით, უფრო მეტი დრო ეთმობოდათ.

ასევე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას სავალდებულო ინფორმაცია არ მიუთითა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა შემდეგი მაუწყებლების მიმართ: შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ტელერადიო კომპანია თრიალეთი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „სტუდია მაესტრო“, ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“.

როგორც მათივე ანგარიშშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წარედგინა შესაბამის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს.

ანგარიშში საუბარია საარჩევნო სუბიექტების დებატებში ჩართვასთან დაკავშირებულ დარღვევებზეც. „მონიტორინგმა გამოავლინა, რომ საანგარიშო პერიოდში მთელ რიგ მაუწყებლებს ეთერში ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ 2018 წლის 7 ნოემბერს მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა–განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა. მაუწყებლებისაგან მიღებული პასუხების შესწავლის შედეგ კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდი, რომელიც 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, დაკვირვების ობიექტი 41 სამაუწყებლო არხი, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთი და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლები იყო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომისიის, საარჩევნო სუბიექტების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღება სამ ძირითად საკითხზე გამახვილდა, მათ შორის, კვლავ აქტუალური იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებასა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია, ასევე წინასაარჩევნო დებატების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს