ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ ხელოვნური ბარიერებით ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს

ხელოვნური ბარიერებით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

შეგახსენებთ, პარტია არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცალსახად ამომრჩევლის ინტერესების საწინააღმდეგოდ უხეშად დაარღვია საარჩევნო კანონმდებლობა. ის ვალდებული იყო და შეეძლო არჩევნები დაენიშნა კვირა დღეს. ამის ნაცვლად საპრეზიდენტო არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნა. ეს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს.

პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ცესკო-ს მხრიდან არის ცალსახად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს