გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტმა გერმანიაში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამედიცინო ბიოდაცვის მე -16 კონფერენცია ქალაქ მიუნჰენში, გერმანიაში ჩატარდა. კონფერენციის მიზანი, არის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის შეკრება და ბიოდაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

„კონფერენციაზე განხილული იყო “ვექტორებით გადამტანი დაავადებების”, „ბიოლოგიური ტოქსინების”, „ანტივირუსების, ანტიბიოტიკების და ვაქცინაციის საკითხები”, ასევე, „თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მისი გამოსახულებების” ნაირსახეობები.

ლაბორატორიის სპეციალისტმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია თემით: „ლაბორატორიული ნარჩენების მართვა ახალი რეგულაციების გათვალისწინებით სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქსელში“. ახალი რეგულაცია ლაბორატორიაში მიმდინარე წელს დაინერგა და ნარჩენების მართვის გამარტივებულ და მოქნილ სისტემას წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო