ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციამ და ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციებისთვის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ტრადიციად დამკვიდრება 2016 წელს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გადაწყდა და ამავე წელს, საქართველოში არსებულ რელიგიურ კონფესიებს საქართველოს საპატრიარქომ, 2017 წელს კი ებრაულმა თემმა უმასპინძლა.

„დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, ებრაელთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური, სახარების რწმენის ეკლესიების, სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდა ვატიკანის წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში ჟოზე-აველინო ბეტანკური.

შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის დღე მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ. მისი თქმით დღევანდელი შეკრება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ტოლერანტულ გარემოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, საქართველო განსხვავებული რელიგიების მიმართ ტოლერანტული ქვეყანაა, რაც მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კაპიტალია.

ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციაში მიწვეულმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რელიგიის სააგენტოს როლი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს, რომ კონფესიებს შორის ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის, სიყვარულისა და მეგობრობის განმტკიცება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით, 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების დამკვიდრებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს